კორონავირუსული დაავადება COVID-19 უკვე მთელ მსოფლიოს მოედო, გამოიწვია მრავალი ქვეყნის დახურვა, პნევმონია და შიში. ამასობაში კი მეცნიერები ცდილობენ გაარკვიონ, საიდან მოვიდა ამ დაავადების გამომწევი კორონავირუსი SARS-CoV-2.
პასუხი ჯერ არ არის. არავინ არ იცის, მოვიდა თუ არა ის ცხოველებიდან, მაგრამ ახალმა ანალიზებმა დაასამარა კონსპირაციები იმის შესახებ, რომ შეიძლება, ეს დაავადება ლაბორატორიაში იყოს შექმნილი.
ახალი კორონავირუსის წარმოშობის შესახებ კვლევა რამდენიმე საინტერესო შესაძლებლობას გვთავაზობს. ერთ-ერთი სცენარის მიხედვით კი, ეს ვირუსი ადამიანთა პოპულაციაში შეიძლება საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ცირკულირებდა სრულიად უსაფრთხოდ, სანამ პანდემიური გახდებოდა.
No comments:
Post a Comment