Monday, January 22, 2024

დედამიწა კორონავირუსის შემდეგ

 როგორ მოქმედებს კორონავირუსი გარემოზე?

ერთი შეხედვით დადებითად. ქუჩები ავტომანქანებისგან დაცარიელებულია, ქარხნების უმეტესობა გაჩერებულია. თუმცა გლობალურ დათბობაზე კორონავირუსის გამო გატარებულ ღონისძიებებს არანაირი ცვლილება არ მოუხდენია.

კარანტინის დამთავრების შემდეგ ჰაერის დაბინძურება ძველ ნიშნულს დაუბრუნდება.

კორონავირუსის შედეგად ჩინეთში გაჩერებული ქარხნების გამო ატმოსფერო ფაქტობრივად გაიწმინდა. ასეთივე სიტუაციაა ბევრ ქვეყანაში, სადაც კარანტინის სისტემაა შემოღებული და სადაც მეტ-ნაკლებად შეჩერებულია ადამიანის მუშაობა. ძალიან ბევრი ქვეყანა ელექტროენერგიას ნაკლებად მოიხმარს. გერმანიაში ელექტროენერგიის მოხმარება 30%-ით შემცირდა. მსგავსი სიტუაციაა ევროპის რამდენიმე წამყვან ქვეყანაში.

No comments:

Post a Comment