Sunday, January 21, 2024

არის ახალი კორონავირუსის გაჩენის შიში?

 ახალი კორონავირუსის გაჩენის შიში ყოველთვის არის მთელ მსოფლიოში. 

კორონავირუსის ახალი შტამის მატების ტენდენცია აღინიშნება მსოფლიო მასშტაბით. მისი შემთხვევები საქართველოშიც დაფიქსირდა.

ახალი შტამი EG.5 ანუ  "ERIS" ომიკრონის ქვევარიანტია, მის მსგავსად სწრაფად ვრცელდება და ომიკრონის მსგავსი სიმპტომებით ხასიათდება: ხველა, ტემპერატურა, თავის, ყელის და კუნთების ტკივილ, საერთო სისუსტე. შესაძლებელია ყნოსვის და გემოვნების ცვლილებებიც.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ახალ შტამს მსოფლიოს 50 ქვეყანაში აფიქსირებს, მათ შორის ბრიტანეთში, აშშ-სა და ჩინეთში. ორგანიზაციის განცხადებით შტამი გლობალური მასშტაბით თანაბარ რისკს წარმოადგენს ადამიანების ჯანმრთელობისათვის, სხვა აქტუალურ შტამებთან ერთად. თუმცა, აქვს მაღალი გავრცელების უნარი, ამიტომ მოსახლეობას ურჩევს შეზღუდონ ახლო კონტაქტები ხალხის თავშეყრის ადგილებში.

No comments:

Post a Comment