Monday, January 22, 2024

დედამიწა კორონავირუსის შემდეგ

 როგორ მოქმედებს კორონავირუსი გარემოზე?

ერთი შეხედვით დადებითად. ქუჩები ავტომანქანებისგან დაცარიელებულია, ქარხნების უმეტესობა გაჩერებულია. თუმცა გლობალურ დათბობაზე კორონავირუსის გამო გატარებულ ღონისძიებებს არანაირი ცვლილება არ მოუხდენია.

კარანტინის დამთავრების შემდეგ ჰაერის დაბინძურება ძველ ნიშნულს დაუბრუნდება.

კორონავირუსის შედეგად ჩინეთში გაჩერებული ქარხნების გამო ატმოსფერო ფაქტობრივად გაიწმინდა. ასეთივე სიტუაციაა ბევრ ქვეყანაში, სადაც კარანტინის სისტემაა შემოღებული და სადაც მეტ-ნაკლებად შეჩერებულია ადამიანის მუშაობა. ძალიან ბევრი ქვეყანა ელექტროენერგიას ნაკლებად მოიხმარს. გერმანიაში ელექტროენერგიის მოხმარება 30%-ით შემცირდა. მსგავსი სიტუაციაა ევროპის რამდენიმე წამყვან ქვეყანაში.

Sunday, January 21, 2024

არის ახალი კორონავირუსის გაჩენის შიში?

 ახალი კორონავირუსის გაჩენის შიში ყოველთვის არის მთელ მსოფლიოში. 

კორონავირუსის ახალი შტამის მატების ტენდენცია აღინიშნება მსოფლიო მასშტაბით. მისი შემთხვევები საქართველოშიც დაფიქსირდა.

ახალი შტამი EG.5 ანუ  "ERIS" ომიკრონის ქვევარიანტია, მის მსგავსად სწრაფად ვრცელდება და ომიკრონის მსგავსი სიმპტომებით ხასიათდება: ხველა, ტემპერატურა, თავის, ყელის და კუნთების ტკივილ, საერთო სისუსტე. შესაძლებელია ყნოსვის და გემოვნების ცვლილებებიც.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ახალ შტამს მსოფლიოს 50 ქვეყანაში აფიქსირებს, მათ შორის ბრიტანეთში, აშშ-სა და ჩინეთში. ორგანიზაციის განცხადებით შტამი გლობალური მასშტაბით თანაბარ რისკს წარმოადგენს ადამიანების ჯანმრთელობისათვის, სხვა აქტუალურ შტამებთან ერთად. თუმცა, აქვს მაღალი გავრცელების უნარი, ამიტომ მოსახლეობას ურჩევს შეზღუდონ ახლო კონტაქტები ხალხის თავშეყრის ადგილებში.

Saturday, January 20, 2024

როდის დაამთავრა ავადყოფობა საქართველოში?

 კორონავირუსი დაამთავრა საქართველოში 2022 წელს. მაგალითად, 2022 წლის 20 ივნისიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარების ვალდებულება მოხსნილია და მისი გამოყენება სავალდებულოა მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებში.

2022 წლის 15 ივნისიდან ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე, რომელიც საქართველოში მოემგზავრება ნებისმიერი მარშრუტით იქნება ეს საჰაერო, სახემელეთო თუ საზღვაო გზით, გათავისუფლებულია კოვიდ-ვაქცინის დამადასტურებელი დოკუმენტის ან PCR-ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენის ვალდებულებისგან.



რამდენი ადამიანი გამოჯანმრთელდა მსოფლიოში?

 მსოფლიოშო გამოჯანმრთელდა 627.110.498 ადამიანი.

ზუსტად საქართველოში გამოჯანმრთელდა 1.776.548 ადამიანი.

ვაქცინაცია

 ვირუსულ ვექტორებზე დაფუძნებული ვაქცინები განსხვავდება ჩვეულებრივი ვაქცინებისგან იმით, რომ არ შეიცავს ანტიგენებს(COVID-19-ის სპაიკცილას). COVID-19-ის გამომწვევი ვირუსის ზედაპირზე არსებული ცილაა, რომელსაც ამოიცნობს იმუნური სისტემა, როგორც უცხოს და იწყებს მის საწინააღმდეგო ანტისხეულების გამომუშავებას.

სწორედ ეს ანტისხეულები იცავს ორგანიზმს მომავალში COVID-19-ით ინფიცირებისა და დაავადებისაგან. ვაქცინაციის შემდგომ, ვირუსის ონგანიზმში მოხვედრისას იმუნური სისტემა დროულად ამოიცნობს მის ზედაპირზე არსებულ სპაიკცილას და ვირუსს დაავადების გამოწვევამდე ანადგურებს. დროებითი გვერდითი მოვლენები პროცესის ბუნებრივი ნაწილია, ეს არის მანიშნებელი, რომ ვაქცინა მუშაობს.



 

რამდენი ადამიანი დაიღუპა საერთოდ მსოფლიოში და საქართველოში?

 დაღუპულთა რაოდენობა-6.919.573

აშშ-1.176.159

ინდოეთი-531.930

საფრანგეთი-167.642


გერმანია-175.989

ბრაზილია-705.313


საქართველო-17.132

Tuesday, January 16, 2024

როდის მოვიდა კორონავირუსი საქართველოში?

 კორონავირუსის პანდემია საქართველოში-2019-2020 წლებში კორონავირუსის პანდემიის მიმდინარეობა საქართველოში.

კორონავირუსული დაავადება COVID-19-ით ინფიცირებული პირი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა. პირველი შემთხვევის გამოვლენის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საზოგადოებისთვის საგანგებო ბრიფინგი ჩაატარა.

21 მარტს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბაშვილმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადა.

22-23 მარტის გვიან ღამით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დაადასტურა  საქართველოში პირველი შიდა გადაცემის შემთხვევა მარნეულის მუნიციპალიტეტში, რასაც მოჰყვა მკაცრი საკარანტინო რეჟიმის გამოცხადება მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში.